კლუბის შესახებ

ქ. გორის მე-9 საჯარო სკოლაში მუშაობს სამოქალაქო განათლების კლუბი “დაფიონი”, რომელიც აერთიანებს საერთო ინტერესებისა და მიზნების მქონე მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 27 მოსწავლეს . კლუბს აქვს ლოგო, დევიზი, მიზანი.
კლუბის სახელწოდება: ,,დაფიონი", რაც ძველი ქართული სიტყვაა და სულხან–საბას
 განმარტებით – ,,ცათ ფერად ფერადად ელვარობას" ნიშნავს.
კლუბის სლოგანი: "სინათლის სისწრაფით, წინ და წინ ვისწრაფით!"
კლუბის ლოგო: სხვადასხვა ფერის კანის მქონე და სხვადასხვა შეფერილობის ჩაცმულობაში შემოსილი ბავშვები ხელიხელჩაკიდებულნი დგანან დედამიწის სფეროს გარშე მო. მათ ზემოდან სხვასხვა ფერებად აელვარებული მზე დაჰნათით.
ლოგოს განმარტება: ჩვენს კლუბში 27 სხვადასხვა ინტერესების, შეხედულებების და გარეგნობის მქონე ახალგაზრდა ვართ გაერთიანებული. მაგრამ ჩვენ ყველას ერთი საერთო მიზანი გვაერთიანებს სურვილი ვიზრუნოთ ჩვენს მეგობრებზე, სკოლაზე, ქალაქზე და ჩვენს დიდ სახლზე-დედამიწაზე.
კლუბის მიზანი: ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მომზადება დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა კულტურის და აღმსარებლობის მქონე მოქალაქეებთან სრულფასოვანი ურთიერთობისათვის. ხელი შეუწყოს აქტიური მოქალაქეების აღზრდას, რომლებსაც კარგად  ექნება აცნობიერებული საკუთარი როლი და ფუნქცია საზოგადოებაში, განუხრელად დაიცვა საკუთარი და სხვისი უფლებები, შეძლონ პრობლემების დასმა და გადაწყვეტა,  სწორი დასკვნებს გამოტანა.
კლუბის დაარსების თარიღი: 15.12. 2011
კლუბის წევრები:  კლუბში გაწევრიანებულია 27მოსწავლე.
კლუბის მეურვე:  სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნონა ბალიაშვილი
 

 

       

Комментариев нет:

Отправить комментарий