ტრენინგები



ტრენინგები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო კლუბის წევრები:
1. "ჩემი გზა წარმატებისკენ" ახალგაზრდული საბჭოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მონაწილეობას იღებდა კლუბის ხუთი წევრი:
ანა აბესაძე;
ლიზა ჩიტალაძე;
მარიამ გოხელაშვილი;
თამარ მაისურაძე;
ელენა ქერდიყოშვილი.
კლუბის წევრებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა შეავსონ CV, წარდგნენ გასაუბრებაზე.
თარიღი: 16/11/2012

2. ტრენინგში "Shape your future" მონაწილეობდა სამოქალაქო კლუბის 5 წევრი:
ლიზა ჩიტალაძე;
ცირა მერებაშვილი;
გვანცა მოდებაძე;
ელენა ქერდიყოშვილი;
ნინო ქერდიყოშვილი.
ტრენინგზე მუშაობა წარიმართა გაეროს მოდელირებული სხდომის სახით. კლუბის წევრებს გადაეცათ მონაწილეობის სერთიფიკატები.
თარიღი: 22-23/29-30 სექტემბერი, 2012

3. ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსეული პროექტში "დემოკრატია იწყება შენით" გაიმარჯვა კლუბის წევრმა გულიკო მაჭარაშვილმა, რომელიც გაემგზავრა სომხეთში და ხელახალი კონკურსი შედეგად მოხვდა 5 მონაწილეს შორის, რომლებიც გაემგზავრნენ ბრიუსელში. იგი მოხვდა სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის შემადგენლობაში. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გასულ წელსაც იმავე პროექტით ბრიუსელში იმყოფებოდა კლუბის ერთ-ერთი წევრი მარიამ ქობლიანიძე.

4. "ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკში" მონაწილეობა მიიღო კლუბის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი სვიანაძემ, ეს არის საზაფხულო სკოლა ინგლისური ენის სწავლების ხელშესაწყობად.
თარიღი: 8-18/08/2012
 
5. ედვარდ რაუპის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებდა კლუბის 7 წევრი:
ნინო ცუცქირიძე;
ლიზა ჩიტალაძე;
გულიკო მაჭარაშვილი;
ნინო მაისურაძე;
ელენა ქერდიყოშვილი;
ნინო ქერდიყოშვილი;
ცირა მერებაშვილი.
თარიღი: 23-27/07/2012

6. კარლ პროპერის სახელობის დებატებში მონაწილეობას იღებდა კლუბის ორი წევრი გულიკო მაჭარაშვილი და ნინო მაისურაძე. ნინო მაისურაძე მოხვდა საუკეთესო მოდებატეებში და გაგზავნილი იქნა ბაზალეთის სამდღიან ბანაკში.

7. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ საზაფხულო ბანაკში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო გამნათლების პედაგოგმა - ნათია მაჭარაშვილმა და კლუბის ლიდერმა - ელენა ქერდიყოშვილმა. მათ ისწავლეს პროექტების წერა; მიღებული გამოცდილება გაუზიარეს კლუბის დანარჩენ წევრებს.
30/07/-05/08/ 2012

8. კლუბის წევრებმა ლიზი ჩიტალაძემ, ელენა ქერდიყოშვილმა და გვანცა პეტრიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს "ბილიკის" ინიციატივით განხორციელებულ ჟურნალისტიკის სამთვიან კურსებში, სადაც მათ შეისწავლეს ჟურნალისტიკის პრინციპები, ინტერვიუს წარმართვა, ფილმის გადაღება და მონტაჟი.
თარიღი: 10/12/2012-13/01/2013

9. ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები "Speak Up" გაიარეს კლუბის 5-მა წევრმა: 
ნინო მაისურაძე;
გულიკო მაჭარაშვილი;
ნინო ცუცქირიძე;
ელენა ქერდიყოშვილი;
ნინო ქერდიყოშვილი.
მონაწილეებმა ისწავლეს თუ როგორ შექმნან ეფეტური პროექტები და გამოიმუშავეს ლიდერული უნარ-ჩვევები.
თარიღი: 21/04/2012-13/05/2012

10. PH international-ის მიერ განხორიელდა რეგიონალური ახალგაზრდული ფორუმი, სადაც სამოქალაქო კლუბის ერთ-ერთმა წევრმა თინა სუხიშვილმა და კლუბის მესვეურმა პედაგოგმა ნონა ბალიაშვილმა მიიღეს მონაწილეობა. სხვადასხვა სკოლებთან თანამშრომლობით წარადგინეს პროექტი გარემოს დაცვის და მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლების ხელშეწყობის შესახებ. ღონისძიებები დაგეგმილია ორი თვის მანძილზე.
თარიღი: 20/04/2013  

11. სამოქალაქო კლუბის ინიციატივით მოეწყო თანატოლთა განათლების კამპანია "ძალადობა და ჩვენ". მოეწყო იმიტირებული წარმოდგენები. მოსწავლეებმა შეაფასეს შთაბეჭდილებებით მიღებული განცდები და ერთსულოვნად უარყოფითად განეწყვნენ ძალადობის მიმართ.
თარიღი: 22/03/2013







Комментариев нет:

Отправить комментарий