среда, 5 июня 2013 г.

საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეული

21-28 მაისს სკოლაში სამოქალაქო კლუბის "დაფიონის" მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებები ჩატარდა:

  •  21.05 ხატვის კონკურსი „26 მაისი“
  • 22-26.05 საინფორმაციო საუბრები კლასებში
  •  28.05 კონფერენცია „საუკუნეების ჭრილში დანახული ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის “სკოლის დირექციის დახმარებით შედგა სკაიპით ონლაინ ჩართვა: პოლიტოლოგ, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ კ ა ხ ა   გ ო გ ო ლ ა შ ვ ი ლ თ ა ნ . თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS-ის თავმჯდომარე ს ე რ გ ი   კ ა პ ა ნ ა ძ ე ს თ ა ნ.
შედგა მეტად საინტერესო დისკუსია თემებზე "ევროკავშირი და საქართველო" , "ახალი საოკუპაციო ხაზი"
ასევე საინტერესო იყო კლუბის წევრების მიერ კონფერენციაზე  წარმოდგენილი პრეზენტაციები შემდეგ თემებ
1.      ქართლის ბრძოლა ვახტანგ გორგასალის მეთაურობით V საუკუნეში
2.      არაბების წინააღმდეგ მებრძოლი ქართლი
3.      თურქ-სელჩუკებიდან მონღოლებამდე
4.      გიორგი ბრწყინვალე და ქართველი ერის თავისუფლების წყურვილი
5.      ერეკლე II და XVIIIს-ის საქართველო
6.      საქართველო 1918-21 წლებში
7.      საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წ

четверг, 25 апреля 2013 г.

ქართული, ქართველთ რწმენაა!"

კლუბის ინიციატივით სკოლაში განხორციელდა ქართული ენის კვირეული
სახელწოდებით-„ქართული ქართველთ რწმენაა“
როექტის ხანგრძლივობა 1 კვირა, დაწყება -08,04.2013, დასრულება-15.04.2013
კლუბის 20 წევრი იღებდა მონაწილეობას კვირეულის ჩატარებაში
კვირეულის მსვლელობისას კლუბმა ითანამშრომლა სკოლის დირექციასთან,  გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სასახლესთან,
კვირეულის ჩატარების შედეგად სარგებლობა მიიღო  85-მა მოსწავლემ, 10-მა პედაგოგმა
კვირეულის ჩატარების ფარგლებშიკალიგრაფიის კონკურსის“, ხატვის კონკურსქართულ ჩუქურთმას“, სასკოლო გუნდური წერისსაცნობლად თავისადაოდა ფინალური ღონისძიების ჩატარებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართველი ადამიანისთვის ქართული ენის მნიშვნელობას, მონაწილეებმა ისწავლეს ძველი ქართული ანბანი, მხატვრული დამწერლობა, მიიღეს სერთიფიკატები, ხოლო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე, როგორც საქალაქოკალიგრაფიის კონკურსისგამარჯვებული, დაჯილდოვდა ეროვნული ხელნაწერების მუზეუმში ექსკურსიით.

ონლაინ კონფერენცია "ემიგრაცია ჩვენი ტკივილი"

კლუბის წევრების ინიციატივით სკოლაში მოეწყო დისკუსია თემაზე  „ემიგრაცია-
ჩვენი ტკივილი“, რომლის დროსაც მოხდა ფილმ "მიწის სჯულის" ჩვენება
ჩატარების თარიღი: 15.04.2013
კლუბის ყველა წევრი იღებდა მონაწილეობას აქტივობის ჩატრებაში.
კლუბმა ითანამშრომლა გორის დრამატულ თეატრთან, კინოსტუდია „გუთანთან“, ამერიკაში მყოფ  ემიგრანტ პოეტ ქალბატონთან ნანა მეფარიშვილთან, გაზეთ „ქართლის ხმასთან
აქტივობის შედეგად სარგებელი მიიღო 60 ადამიანმა-მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, ფილმის გადამღებმა ჯგუფმა
ფილმის ჩვენების შემდეგ ფილმის გადაღებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს
გადამღები ჯგუფის წევრებმა:ზვიად სეხნიაშვილმა, ლევან ქართველმა, გაიმართა საინტერესო დისკუსია მოსწავლეებს შორის, დისკუსიაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა გორის დრამატული თეატრის მსახიობი-ანზორ გვაძაბია. მაყურებლებს შორის აღმოჩნდნენ მოსწავლეები, რომელთა მშობლები ან ნათესავები იმყოფებიან საზღვარგარეთ. თემა მეტად აქტუალური აღმოჩნდა და გამოიწვია საინტერესო დისკუსია.ფილმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობების გაღვიძებას.

კლუბის წევრები ბრიუსელში, ევროპარლამენტში


სამოქალაქო კლუბის წევრებმა მარიამ ქობლიანიძემ 2012 წელს და გულიკო მაჭარაშვილმა 2013 წელს გაიმარჯვეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტში "დემოკრატია იწყება შენით" მათ  ხვდათ პატივი მიეღოთ მონაწილეობა, როგორც საქართველოს წარმომადგენლებს, დეკლარაციის შემუშავებაში და შემდეგ სამხრეთ აზიის ახალგაზრდული პარლამენტის შემადგენლობაში წარედგინათ ერთობლივი რეზოლუცია ბრიუსელში, ევროპარლამენტში.
ამავე პროექტის ფარგლებში გ. მაჭარაშვილი იმყოფებოდა სომხეთში და აზერბაიჯანში

 

среда, 24 апреля 2013 г.

"ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია"

 
სამოქალაქო კლუბმა მოაწყო "პოეზიის საღამო "- "ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია"
ჩატარების თარიღი: 02.12.2012
კლუბმა საღამოს განხორციელების პროცესში ითანამშრომლა გორში არსებულ
სამკითხველო კაფესთან "Read Cafe", .გორის მესამე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "მედიატორთან", ახალგაზრდა პოეტ . ნემსაძესთან, სკოლის დირექციასა და პედაგოგებთან
სარგებლობა მიიღო ორივე სკოლის 50-მდე მოსწავლემ და პედაგოგმა;
აღნიშნული ინიციტივით მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი შემოქმედების გაცნობა-გაზიარება  თანატოლთათვის და დასრულდა ამ ორი სკოლის „ლიტერატურის მოყვარებულთა“ კლუბებს შორის  მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმებით.

ფილმი უნარ-შეზღუდულ ადამიანებზე

 
კლუბის წევრებმა ლიზი ჩიტალაძემ, ელენა ქერდიყოშვილმა და გვანცა პეტრიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს "ბილიკის" ინიციატივით განხორციელებულ ჟურნალისტიკის სამთვიან კურსებში, სადაც მათ შეისწავლეს ჟურნალისტიკის პრინციპები, ინტერვიუს წარმართვა, ფილმის გადაღება და მონტაჟი.
 "ბილიკის" მიერ გამოცხადებულ სცენარების კონკურსში გაიმარჯვა ელენა ქერდიყოშვილმა. მისი სცენარის მიხედვით გადაიღეს ფილმი უნარ-შეზღუდული ადამიანების საჭიროებებზე. სკოლაში ამ ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყო კლუბის ინიციატივით დისკუსია თემაზე "ტოლერანტობა და ჩვენი განათლება"

თარიღი: 11/01/2013
 

სამეცნიერო პიკნიკზე

სამეცნიერო პიკნიკი” 1997 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად იმართება პოლონეთის ქალაქ ვარშავაში პოლონეთის რადიოსა და კოპერნიკის სამეცნიერო
ცენტრის ორგანიზებით.”სამეცნიერო პიკნიკიარის სამეცნიერო ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რომელიც პოლონეთში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება. სამეცნიერო პიკნიკზე პოლონეთისა და სხვა ქვეყნების სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები წარმოადგენენ საკუთარ მიღწევებს და საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებს. მათი მიზანია სხვადასხვა ექსპერიმენტებისა და ინტერაქციული გამოფენების საშუალებით, ხელმისაწვდომი გახადონ ამა თუ იმ მეცნიერული მიმართულების ძირითადი არსი საზოგადოებისათვის. სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილია როგორც ზუსტი საბუნებისმეტყველო, ისე სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებები. 2012 წლის 29 სექტემბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა I ქართული "სამეცნიერო პიკნიკი". რაოდენ სასიხარულოა რომ, გორის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. "ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის წევრებს" ოთოს, გულიკოს და ნინოს მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა ამ საინტერესო ღონისძიებაში და თავი მოესინჯათ "ანიმატორების" როლში.