четверг, 25 апреля 2013 г.

ონლაინ კონფერენცია "ემიგრაცია ჩვენი ტკივილი"

კლუბის წევრების ინიციატივით სკოლაში მოეწყო დისკუსია თემაზე  „ემიგრაცია-
ჩვენი ტკივილი“, რომლის დროსაც მოხდა ფილმ "მიწის სჯულის" ჩვენება
ჩატარების თარიღი: 15.04.2013
კლუბის ყველა წევრი იღებდა მონაწილეობას აქტივობის ჩატრებაში.
კლუბმა ითანამშრომლა გორის დრამატულ თეატრთან, კინოსტუდია „გუთანთან“, ამერიკაში მყოფ  ემიგრანტ პოეტ ქალბატონთან ნანა მეფარიშვილთან, გაზეთ „ქართლის ხმასთან
აქტივობის შედეგად სარგებელი მიიღო 60 ადამიანმა-მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, ფილმის გადამღებმა ჯგუფმა
ფილმის ჩვენების შემდეგ ფილმის გადაღებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს
გადამღები ჯგუფის წევრებმა:ზვიად სეხნიაშვილმა, ლევან ქართველმა, გაიმართა საინტერესო დისკუსია მოსწავლეებს შორის, დისკუსიაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა გორის დრამატული თეატრის მსახიობი-ანზორ გვაძაბია. მაყურებლებს შორის აღმოჩნდნენ მოსწავლეები, რომელთა მშობლები ან ნათესავები იმყოფებიან საზღვარგარეთ. თემა მეტად აქტუალური აღმოჩნდა და გამოიწვია საინტერესო დისკუსია.ფილმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობების გაღვიძებას.

2 комментария:

  1. მე-9 სკოლა კი არა, "პირველი ყოფილა, პირველი" შიდაქართლში... ძალიან მომეწონა თქვენი სკოლის ისტორა!
    :)
    "134 წლის სკოლა, სკოლა ატარებს იაკობ გოგებაშვილის სახელს, ამ სკოლაში სწავლობდა ვაჟა ფშაველა!"
    მე-9 სკოლის წინ,ორი ხე, ვაჟა ფშაველას დარგული თუ იქნებოდა რას წარმოვიდგენდი! :) მოკლედ ძალიან მაგარი სკოლა გაქვთ ბავშვებო, ძალიან მაგარი დირექტორი გყავთ და წარმატებები თქვენ! :)
    სკოლის დირექტორის დამსახურებაა, რა სიახლეებიც გავიგეთ ამ სკოლაზე! აქამდე არც მსმენია... შეემჩნა ელენ ხაჩიძის ხელი ამ სკოლას!!! :)

    ОтветитьУдалить
  2. ლარინა მადლობა კომენტარისთვის. მართლაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ჩვენს სკოლას, იგი ყოველთვის გამოირჩეოდა სასახელო მოსწავლეებით, თავის საქმეზე შეყვარებული პედაგოგებით და სკოლის წარმატებაზე მზრუნველი დირექციით.

    ОтветитьУдалить