среда, 24 апреля 2013 г.

სამეცნიერო პიკნიკზე

სამეცნიერო პიკნიკი” 1997 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად იმართება პოლონეთის ქალაქ ვარშავაში პოლონეთის რადიოსა და კოპერნიკის სამეცნიერო
ცენტრის ორგანიზებით.”სამეცნიერო პიკნიკიარის სამეცნიერო ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რომელიც პოლონეთში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება. სამეცნიერო პიკნიკზე პოლონეთისა და სხვა ქვეყნების სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები წარმოადგენენ საკუთარ მიღწევებს და საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებს. მათი მიზანია სხვადასხვა ექსპერიმენტებისა და ინტერაქციული გამოფენების საშუალებით, ხელმისაწვდომი გახადონ ამა თუ იმ მეცნიერული მიმართულების ძირითადი არსი საზოგადოებისათვის. სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილია როგორც ზუსტი საბუნებისმეტყველო, ისე სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებები. 2012 წლის 29 სექტემბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა I ქართული "სამეცნიერო პიკნიკი". რაოდენ სასიხარულოა რომ, გორის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. "ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის წევრებს" ოთოს, გულიკოს და ნინოს მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა ამ საინტერესო ღონისძიებაში და თავი მოესინჯათ "ანიმატორების" როლში.
 
 


Комментариев нет:

Отправить комментарий