среда, 17 апреля 2013 г.

პროექტი "გააგრძელე ისტორია"


სამოქალაქო კლუბმა მიიღო მონაწილეობა PH International/USAID–ის მიერ  გამოცხადებულ
მცირე საგრანტო კონკურსში, მიმართულებით: "ახალგაზრდობის თემის  პრობლემების მოგვარება ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით და განხორციელა  პროექტი გააგრძელე ისტორია“.
როექტის ხანგრძლივობა 14 კვირა, დაწყება -30.02.2012, დასრულება-15.06.2012
პროექტში მონაწილეობდა სამოქალაქო კლუბის ყველა წევრი(30)
 კლუბმა ითანამშრომლა გორის მუნიციპალიტეტთან, ბიზნეს ჯგუფ "kula"-სთან, სკოლის დირექციასთან,  სამეურვეო და პედაგოგიურ საბჭოებთან
პროექტის განხორციელების შედეგად სარგებლობა მიიღო სულ 1285 ადამიანი, მათ შორის 550 მოსწავლე(აქედან 14 დევნილი და 18 სოც. დაუცველი) ,600 მშობელი და ოჯახის სხვა წევრი, 57 სკოლის თანამშრომელი, 33 სკოლის კურსდამთავრებული(„სკოლის მეგობართაკლუბის წევრი), 45 უახლოესი სკოლამდელი სასწავლო დაწესებულების აღსაზრდელი
კონკურსში გამარჯვების შედეგად სკოლამ  მოიპოვა გრანტი 450$(747 ლარი). მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამით მუნიციპალიტეტმა სკოლას გამოუყო თანხა 8626 ლარი, სკოლის თანამონაწილეობის თანხამ შეადგინა 2824 ლარი. ამ თანხით სკოლაში მოეწყო სააქტო დარბაზი და საგამოფენო სივრცე. ამჟამად დარბაზში ტარდება უამრავი სხვადსხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები.
პროექტი შიდა ქართლში განხორციელებულ პროექტებს შორის ერთერთ  საუკეთესოდ დასახელდა, იხილე აქ

Комментариев нет:

Отправить комментарий