вторник, 23 апреля 2013 г.

„ჯანსაღი ცხოვრების წესი - ბედნიერი ცხოვრების საწინდარია“


კლუბმა სკოლაში განახორციელა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისადმი
მიძღვნილი კამპანია და ჩაატარა შემაჯამებელი ღონისძიება
„ჯანსაღი ცხოვრების წესი - ბედნიერი ცხოვრებისსაწინდარია“

კამპანიის ხანგრძლივობა 14 დღე, დაწყება 01.10.2012, დასრულება 14.10.2012
მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო კლუბის ყველა წევრი;
ითანამშრომლა სკოლის დირექციასთან, გორის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლებთან: ფსიქოლოგ დალი ცარციძესთან, ექიმ ნარკოზისტებთან ................... მუნიციპალიტეტის წაარმომაგენელთან - დავით კუპრაძესან, გამოჩენილ სპორტსმენებთან: გიორგი კანდელაკთან და ლადო ხინჩიგაშვილთან, გაზეთ „ქართლის ხმასთან“
ამ კამპანიამ სარგებლობა მოუტანა 202 ადამიანს: მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს და მათ ოჯახის წევრებს
კამპანიის დროს ჩატარებულმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა: სკოლაში ჩატარებულმა კვლევამ და შემდგომმა ანალიზმა თემაზე: „მავნე ჩვევა-სიგარეტის მოწევა“, კითხვარებმა, შედეგების ვიზუალიზაციამ, პოსტერების კონკურსმა თემაზე „მავნე ჩვევები“, ამ თემატიკის შესაბამისი  მედია ინფორმაციის დემონსტრირებამ, ამ საკითხში კომპეტენტურ ადამიანებთან და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარ სპორტსმენებთან საუბარმა ზემოქმედება მოახდინა სიგარეტის აქტიურ და პოტენციურ მწეველებსა და სხვა მავნე ჩვევების მისწრაფებების მქონე ადამიანებზე. მიაწოდა ინფორმაცია ამ საშიშროებებთან საბრძოლველად პრევენციული ზომების არსებობის  შესახებ.

Комментариев нет:

Отправить комментарий